ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი არის ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სამართლის სფეროში სამეცნიერო კვლევის, პროფესიული განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის თანამედროვე პლატფორმას. ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციებს, ფორუმებს, საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და პროფესიულ შეხვედრებს, ახორციელებს კვლევით და საგრანტო პროექტებს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე სამართლებრივი გამოწვევების კვლევასა და აკადემიური ცოდნის პრაქტიკასთან დაახლოებას. ინსტიტუტი გამოსცემს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალს „სამართალი და მსოფლიო“ რომელიც აღიარებულია საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და უზრუნველყოფს სამართლებრივი კვლევების ფართო ხელმისაწვდომობასა და გრძელვადიან დაცვას საერთაშორისო ციფრულ არქივებში. ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, რომლებსაც უძღვებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები, მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, პროფესორები და სამართლის სფეროს სხვა წამყვანი პრაქტიკოსები. პროგრამები განკუთვნილია სტუდენტების, აკადემიური წრეების, საჯარო სექტორის წარმომადგენლებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის. ინსტიტუტის გრძელვადიანი ხედვაა ჩამოყალიბდეს რეგიონში საერთაშორისო სამართლის წამყვან აკადემიურ და პროფესიულ ჰაბად, სივრცედ, რომელიც დააკავშირებს ქართულ, რეგიონულ და საერთაშორისო სამართლებრივ საზოგადოებას, გააძლიერებს პროფესიულ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს სამართლებრივი ცოდნისა და ინოვაციური იდეების განვითარებას.
© Copyright 2022 All Right Revered | Law Institute | +99532200171 (116) | info@law.org.ge | SEND EMAIL