მერი ბანცაძე
მერი ბანცაძე არის ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდიანტი და კურსდამთავრებული. 2018 წლიდან ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას ‘’საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ ადვოკატთა ეთიკის მიმართულებით. არის „ახალი არკადია და კულტურის იტალიური ენის სკოლა უცხოელებისთვის“ კურსდამთავრებული. 2021 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა სამართლის მიმართულებით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი თუ სტაჟირება, მათ შორის „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში’’, გერმანიისა და საფრანგეთის სასამართლოებში. მუშაობდა არაერთ კერძო თუ საჯარო დაწესებულებაში. ამჟამად დასაქმებულია „’სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში’’ საგანმანათლებლო სერვისების მიმართულებით. მერი ბანცაძე არის ხუთი ქართულ-აზერბაიჯანული წიგნის რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები ქართულ სამეცნიერო გამოცემებში. არის ორი მონოგრაფიის ავტორი.
პოზიცია
მეცნიერ თანამშრომელი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
meri.bantsadze@gmail.com
შიდა ნომერი