ლანა ცანავა
ლანა ცანავას მრავალწლიანი აკადემიური და პროფესიული გზა გამოირჩევა როგორც სახელმწიფო მმართველობის უმაღლეს დონეზე დაგროვილი გამოცდილებით, ასევე უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში განხორციელებული აქტიური სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობით. იგი გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით. მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავს: კონსტიტუციის ინტერპრეტაციის პრობლემებს, ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელებში ძალაუფლების დაბალანსების საკითხებს, მთავრობის სტატუსისა და პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ საფუძვლებს, რეგიონალიზმის როგორც სახელმწიფო მოწყობის ფორმის კვლევას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ადმინისტრაციულ სამართალში საჯაროობის სტანდარტებს. ლანა ცანავა არის 15-ზე მეტი კვლევითი სტატიის ავტორი და რამდენიმე ძირითადი უნივერსიტეტული სახელმძღვანელოს თანაავტორი, მათ შორის „შესავალი საქართველოს საკონსტიტუციო სამართალში“ (2019) და „კონსტიტუციონალიზმი – ზოგადი შესავალი, წიგნი II“ (2020). მისი მონოგრაფია „მთავრობის პასუხისმგებლობის პრინციპები და კონსტიტუციონალიზმის პრაქტიკა“ (2020) წარმოადგენს მნიშვნელოვან კვლევას პოლიტიკური პასუხისმგებლობის კონსტიტუციურ არქიტექტურაზე. აკადემიური სამუშაოს პარალელურად, ლანა ცანავა 2012 წლიდან მოყოლებული მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და 2021 წლიდან იურიდიული დეპარტამენტის დირექტორია, თუმცა მისი პროფესიული სფერო მჭიდროდ უკავშირდება კვლევით საქმიანობას, სამართალშემოქმედებასა და მაღალი ხარისხის სამართლებრივი ანალიზის წარმოებას. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში, არის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის წევრი და წლების განმავლობაში ასწავლიდა კონსტიტუციურ და საჯარო სამართალს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პოზიცია
უფროსი მეცნიერ თანამშრომელი
ტელეფონი
ელ.ფოსტა
შიდა ნომერი